თბილისში უნგრეთის ხელისუფლების პოლიტიკის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ცენტრალურ-ევროპულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამოერთდროულად ორი აქცია გამართეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ ტარდებოდა ორი საპროტესტო აქცია სასტუმროსთან ქართულ-უნგრული ბიზნეს-ფორუმის მიმდინარეობისას.
ქართულ-უნგრული ბიზნეს-ფორუმი ჩატარდა პარასკევს თბილისის ცენტრში ორი საპროტესტო აქციის ფონზე, რომლებიც შეხვედრის დროს სასტუმროსთან გაიმართა. ფორუმში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
ერთი აქცია ჩატარდა უნგრეთის მმართველი ძალის წინააღმდეგ, მეორე აქციის მონაწილეები კი ორბანის გუნდის პოლიტიკას უჭერდნენ მხარს. აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი განათლების შესახებ არსებული კანონი გახდა. კანონი გამოიწვევს უნგრეთში ცენტრალურ-ევროპული უნივერსიტეტის დახურვას, რომელიც ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსის ფონდს ეკუთვნის.