თბილისის ინტერპოლმა ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

გამოწერა
ამ დროისთვის დაკავებული პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. შსს-ს თბილისის ინტერპოლისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბაქოს ინტერპოლის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული გ.ი. თბილისში დააკავეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გ.ი.-ს ბრალი ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 213.2.2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდებას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებული პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0