აჭარაში ბავშვებს სასაფლაოზე ძალით ასმევენ ღვინოს - უსიამოვნო კადრები „ფეისბუქიდან“

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშისასაფლაო
სასაფლაო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ასმევენ მამაკაცები აჭარის ერთ-ერთი რაიონის სასაფლაოზე არასრულწლოვან ბავშვებს დიდი რაოდენობით ღვინოს.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ მომხმარებელი, რომელიც „სერგიას“ სახელითაა დარეგისტრირებული, აქვეყნებს პოსტს, რომელშიც კითხულობს: „რატო უსწორდებათ დიდებს პატარებს რო ასმევენ?“

პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ აჭარის ერთ-ერთი რაიონის სასაფლაოზე გასულ მამაკაცებს სუფრა აქვთ გაშლილი და ქეიფობენ. რაღაც მომენტში ისინი მცირეწლოვანი ბავშვებითვის ღვინის დაძალებას იწყებენ.

ვიდეოში გარკვევით ისმის, როგორ მოუწოდებს ბავშვს მამაკაცი, რომ ღვინო ბოლომდე დალიოს. ბავშვებიც სვამენ და ერთ–ერთი მოზარდი ცუდად ხდება.

აღშფოთებული მამა კი უშედეგოდ ცდილობს გაარკვიოს, ვინ დაალევინა ალკოჰოლური სასმელი მის შვილს.

ვიდეოკადრებმა, რომელსაც უამრავი აღშფოთებული ადამიანის კომენტრები ახლავს, უკვე 500-ზე მეტ ადამიანს აქვს გაზიარებული.

ყველა ახალი ამბავი
0