კვირიკაშვილმა პარიზის ტერაქტი დაგმო

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებთან საუბრისას
გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებთან საუბრისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით ცივილიზებული სამყარო ტერორიზმს გაუმკლავდება.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაგმო ტერაქტი პარიზის ცენტრში, რომელმაც პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პარიზში, ელისეს მინდვრებზე ხუთშაბათ საღამოს სროლა მოხდა, რის შედეგად დაიღუპა ერთი პოლიციელი, ორი დაიჭრა. ასევე დაიჭრა შემთხვევით გამვლელი ქალი. თავდამსხმელი ლიკვიდაცია საპასუხო სროლისას ადგილზე მოხდა, მასმედიაში ცნობები მეორე თავდამსხმელის შესახებ ჯერჯერობით არ დასტურდება. პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენსმა თავდამსხმელს ტერორისტის კვალიფიკაცია მისცა.

პარიზის ცენტრში სროლის შედეგები - Sputnik საქართველო
სროლა პარიზში

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ტერორიზმთან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს ცივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ტერორიზმი იქნება დაძლეული", — აღნიშნულია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პარიზში მომხდარ სროლაზე პასუხისმგებლობა აიღო ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ".

გარდა ამისა, მასმედიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს წერილი, რომელშიც "ისლამური სახელმწიფოა" ნახსენები. წერილი 39 წლის დამნაშავის გვერდით იპოვეს, რომელიც პარიზში ცხოვრობდა და კრიმინალური წარსული ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0