გიორგი გახარიამ უნგრულ მხარესთან გაფორმებული მემორანდუმი დადებითად შეაფასა

© საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროგიორგი გახარია და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა მემორანდუმზე ხელის მოწერისას
გიორგი გახარია და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა მემორანდუმზე ხელის მოწერისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
დოკუმენტებს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა მიჰაი ვარგამ მოაწერეს.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროებს შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა, იუწყება ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.

მემორანდუმი საქართველოში უნგრეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა მიჰაი ვარგამ მოაწერეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გაფორმებული დოკუმენტების მნიშვნელობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.

მინისტრის განცხადებით უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი, ხელმოწერილი დოკუმენტები და მაღალი დონის შეხვედრები კარგ საფუძველს ქმნის სამომავლოდ უფრო მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ აუცილებლად იქნება კონკრეტული ბიზნესაქტივობები, რასაც ხელს უწყობს დღეს ბიზნესებს შორის გამართული შეხვედრა სამთავრობო დელეგაციების მხარდაჭერით", – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენელთა გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0