მუსიკალური ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" თბილისში საზეიმო კონცერტით გაიხსნა

გამოწერა

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე", რომელიც, ტრადიციულად, კლასიკურ, საოპერო და საორკესტრო მუსიკას ეძღვნება, უკვე მეთორმეტეჯერ ტარდება საქართველოში. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო კადრები საზეიმო კონცერტიდან, რომლითაც ფესტივალი გაიხსნა.

ფესტივალი 20 აპრილიდან 25 მაისამდე გასტანს. კონცერტები გაიმართება თბილისსა და რეგიონებში — კახეთში (თელავი), იმერეთში (ქუთაისი) და აჭარაში (ბათუმი). საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik-საქართველო" 2017 წელს ფესტივალის საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

წელს ფესტივალი ეძღვნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ასი წლის იუბილეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტზე აყვანის 40 წლის იუბილეს.

ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში საზეიმო კონცერტით გაიხსნა, რომელშიც ქართველი და უცხოელი საოპერო ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. საღამოს პირველად ესტუმრა ცნობილი იტალიელი ბასი ფრანჩესკო ელერო დ'არტენია.

ყველა ახალი ამბავი
0