ამინდი: უქმეებზე ქარიშხალია მოსალოდნელი

© photo: Sputnikცივი ქარი თბილისში - ადამიანები ლისის ტბასთან პარკში
ცივი ქარი თბილისში - ადამიანები ლისის ტბასთან პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უქმეებზე ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა და ძლიერი - წამში 30 მეტრამდე სიჩქარის ქარია მოსალოდნელი.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ქარიშხალსა და წვიმას გვპირდებიან.

შაბათი, 22 აპრილი

დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო მაღალ მთაში მოთოვს. აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ღამით მაღალ მთაში მოთოვს. ქარი მთელ საქართველოში წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით 30 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 4-11. მაღალ მთაში ღამით პლუს 0-5 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — 1-6.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 6-11, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი, მაღალ მთაში ღამით მინუს 4 — პლუს 1 გრადუსი, ხოლო დღისით — 5-10 გრადუსი სითბო.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქარი დროგამოშვებით წამში 20-25 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ხოლო გარეუბნებში — 30 მეტრამდე. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 10, ხოლო დღისით — 15 გრადუსი სითბო.

კვირა, 23 აპრილი

დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით და თითქმის ყველგან დღისით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით. მაღალმთიანეთში ღამით მოთოვს. აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა იქნება, ხოლო მაღალ მთაში — თოვლი. ქარის სიჩქარე დასავლეთში დროგამოშვებით შეიძლება წამში 25-30 მეტრამდე გაძლიერდეს, ხოლო აღმოსავლეთში — 20-25 მეტრამდე.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია 6-11 გრადუსი სითბო, დღისით — 22-27. მაღალ მთაში ღამით პლუს 0-5 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — 17-22.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 6-11, ხოლო დღისით — 12-17 გრადუსი, მაღალ მთაში ღამით მინუს 3 — პლუს 2 გრადუსი, ხოლო დღისით — 14-19 გრადუსი სითბო.

თბილისში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, დროგამოშვებით მომატებული ღრუბლიანობა. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 6, ხოლო დღისით — 20 გრადუსი სითბო.

ორშაბათი, 24 აპრილი

დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, მაღალ მთაში — თოვლი. ასევე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს ბარში უმეტეს რაიონებში, ხოლო დღისით — ზოგიერთ რაიონში. ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება, ხოლო დროდადრო 28 მეტრამდე გაძლიერდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით მოსალოდნელია 4-9 გრადუსი სითბო, დღისით — 12-17. მაღალ მთაში ღამით პლუს მინუს 3 — პლუს 2 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — პლუს 5-10.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება პლუს 3-8, ხოლო დღისით — 15-20 გრადუსი, მაღალ მთაში ღამით მინუს 4 — პლუს 1 გრადუსი, ხოლო დღისით — 10-15 გრადუსი სითბო.

თბილისში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით მომატებული ღრუბლიანობა. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, ხოლო ღამით — 28 მეტრამდე გაძლიერდება. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 6, ხოლო დღისით — 17 გრადუსი სითბო.

 

ყველა ახალი ამბავი
0