დღენაკლული ბავშვის მშობლებისთვის ყველაზე მძიმე პირველი თვეებია. საბედნიეროდ, თანამედროვე სამედიცინო თუ ტექნოლოგიური დონე საშუალებას იძლევა, რომ რეკორდულად დღენაკლული, ყველაზე უსუსური პაწაწაც კი გადარჩეს.
დღენაკლულად მიიჩნევა ბავშვი, რომელიც ქვეყანას 37 კვირაზე ადრე მოევლინება. ლინდსი მაილსმა კი ბიჭუნა მაშინ გააჩინა, როცა სულ რაღაც 25 კვირის ორსული იყო. ბავშვი 680 გრამს იწონიდა და სიცოცხლის პირველი 107 დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა.
ბიჭის მამა პროფესიონალი ფოტოგრაფია. ამიტომაც გადაწყვიტა, შვილის ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი წელი ყოველდღე აღებეჭდა ფოტო და ვიდეოფირებზე.
ეს ძალიან გულის ამაჩუყებელი და იმავდროულად, უძლიერესი კადრებია! ნამცეცა ბიჭმა ყველას დაანახა, რომ სიცოცხლისთვის ბრძოლა ღირს.
ნახეთ, როგორი მომხიბვლელი კაცუნა დადგა ამ 680 გრამიანი პაწაწასგან.