თბილისს უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ეწვევა

© AFP 2024 / ATTILA KISBENEDEKუნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უნგრეთის მთავრობის მეთაური ორდღიანი ვიზიტის მსვლელობისას შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს,  სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საღამოს ეწვევა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

უცხოელი სტუმრის მისალმების ოფიციალური ცერემონია პარასკევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერები გამართავენ მოლაპარაკებებს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ – გაფართოებულ ფორმატში.

დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა.

ბუდაპეშტი - Sputnik საქართველო
სტუდენტებს საქართველოდან უნგრეთში სწავლას დაუფინანსებენ

ორბანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. ის ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს.

ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრები პარასკევს თბილისში ქართულ–უნგრული ბიზნეს–ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვლენ. ამის შემდეგ საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი უნგრელ კოლეგას მეუღლესთან, ანიკა ლევაისთან ერთად ოფიციალურ სადილზე მიიწვევს.

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო მიმოქცევამ 2016 წელს 42,5 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0