ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელის ჩაცმის სტილსა და მის პიროვნებას თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზობის გახსნა მიეძღვნა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტაში შესული კადრები გახსნის ცერემონიიდან.
პერფორმანსის დროს ღვინის №1 ქარხნის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაში უჩვენეს მრეცხავების ცეკვის სცენები კინომიუზიკლიდან "ვერის უბნის მელოდიები". სტუმრებს ასევე უჩვენეს მოტივები სერგეი ფარაჯანოვის ფილმიდან "ბროწეულის ფერი", სადაც სოფიკო ჭიაურელმა ყველა მთავარი როლი შეასრულა.
Tbilisi Fashion Week-ის მეთხუთმეტე სეზონი, რომელზეც ქართველი და უცხოელი დიზაინერების შემოდგომა ზამთარი 2017-ის კოლექციები იქნება წარმოდგენილი, თბილისში 20-23 აპრილს ჩატარდება. კვირეულის ყველა მთავარი მოვლენა თბილისის ი. გრიშაშვილის სახელობის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" შედგება.