ევროკავშირი ადგილობრივ თვითმმართველობებს ეკონომიკის განვითარებაში დაეხმარება

© FB / Zviad Archuadzeზვიად არჩუაძე
ზვიად არჩუაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ევროკავშირის ახალი ინიციატივაა, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს სამუშაო ადგილების შექმნაში დაეხმარება , განუცხადა "Sputnik-საქართველოს" პროექტის კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ზვიად არჩუაძემ.
ევროკავშირი ადგილობრივ თვითმმართველობებს ეკონომიკის განვითარებაში დაეხმარება

„საქართველოში ეკონომიკის განვითარებაზე, ძირითადად, ცენტრალური სტრუქტურები მუშაობენ, ხოლო მუნიციპალიტეტები პასიურობენ. ევროკავშირის ეს ინიციატივა კი ადგილობრივი თვითმმართველობების მეტი აქტიურობისთვის არის მნიშვნელოვანი", — აღნიშნა ზვიად არჩუაძემ.

ევროკავშირის პროექტის და საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია თბილისში დღეს გაიმართა. პროექტი 2017 წლის იანვარში დაიწყო და გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე. მას ახორციელებს Ecorys Nederland B.V.-ის მიერ, პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფთან (PMCG), GFA საკონსულტაციო ჯგუფთან, Noblet Media CIS და უკრაინული სოფლების და დასახლებების საბჭოების ასოციაციასთან (All-Ukrainian Association of Village and Settlement Councils (VASSR)) ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0