არა ბარბარიზმებს: თსუ ქართული ენის სადარაჯოზე დგება

© photo: Sputnik / Stringerთსუ
თსუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ საზოგადოებას და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს უარი თქვან ბარბარიზმების გამოყენებაზე.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. მიხელი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წამოიწყო აქცია „არა ბარბარიზმებს“ და მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას არ გამოიყენონ საუბარში სიტყვები უცხო ენებიდან. თსუ-ს რექტორმა თავის ვიდეომიმართვაში მოუწოდა სხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს ჩაერთონ აქციაში.

„ქართული ენა ბარბარიზმებმა მოიცვა. ამდენად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო ძალიან საინტერესო აქცია „არა ბარბარიზმებს“. ვიწვევ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ყველა რექტორს უარი ვთქვათ ბარბარიზმებზე. არასწორია ურგენტული დახმარება, სწორია — გადაუდებელი დახმარება“, — თქვა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

მოძრაობა „არა ბარბარიზმებს“ ფარგლებში, უნივერსიტეტმა დააჯილდოვა ის პირები, რომლებიც გამორჩეული ლიტერატურული ქართულით საუბრობენ. თსუ-ს მედლები მიიღეს სპორტულმა ჟურნალისტმა ნიაზ მამრიკიშვილმა, კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქართველოლოგმა დონალდ რეიფილდმა და იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანუმ.

ყველა ახალი ამბავი
0