თბილისში ახალი მოდის კვირეული კინოს და თეატრის ლეგენდარული ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საპატივცემო პერფორმანსით გაიხსნა. იხილეთ მოდის კვირეულის გახსნის ცერემონიის ვიდეო კადრები.
Tbilisi Fashion Week-ის გახსნა მიეძღვნა საკულტო მსახიობის ჩაცმულობას და მის პიროვნებას, რომელმაც ქართულ კინემატოგრაფიაში ეპოქა შექმნა. ღვინის №1 ქარხნის ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაში ათობით ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. სხვა სტუმრებს შორის იყო საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა.
"მსახიობებისა და მოდელების მონაწილეობით გამართულ პერფორმანსზე უჩვენეს მრეცხავთა ცეკვის სცენა კინომიუზიკლიდან "ვერის უბნის მელოდიები", ასევე მოტივები სერგეი ფარაჯანოვის ფილმიდან "ბროწეულის ფერი", სადაც სოფიკო ჭიაურელმა მთავარი როლები შეასრულა.
Tbilisi Fashion Week-ის მეთხუთმეტე სეზონი, რომელზეც ქართველი და უცხოელი დიზაინერების შემოდგომა ზამთარი 2017-ის კოლექციები იქნება წარმოდგენილი, თბილისში 20-23 აპრილს ჩატარდება. კვირეულის ყველა მთავარი მოვლენა თბილისის ი. გრიშაშვილის სახელობის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" შედგება.