ჯანელიძე: ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურების ნათელი დასტურია

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ირანის ისლამურ სახელმწიფოსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ჯანელიძე: ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურების ნათელი დასტურია
„ჩემთვის პატივია, ვუმასპინძლო ჩემს ირანელ კოლეგას საქართველოში. ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში. აღნიშნული ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურების ნათელი დადასტურებაა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, კოლეგასთან შეხვედრისას მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველო–ირანის თანამშრომლობას  სატრანზიტო დერეფნის განვითარების მიმართულებით როგორც სახმელეთო–სარკინიგზო, ასევე საზღვაო გადაზიდვების კუთხით. საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია განავითაროს ეს მიმართულება და უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯებიც.

ყველა ახალი ამბავი
0