ალექსანდრე ჯეჯელავა: ასობით უცხოელი სტუდენტი დაინტერესდა ქართული უნივერსიტეტებით

© FB / Александр Джеджелаваალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენის შესახებ, სადაც სამინისტრომ საქართველოს უნივერსიტეტებთან ერთად წარმოადგინა პროექტი „ვისწავლოთ საქართველოში“.

ალექსანდრე ჯეჯელავა: ასობით უცხოელი სტუდენტი დაინტერესდა ქართული უნივერსიტეტებით
„მინდა გითხრათ,  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა არის ნამდვილად კონკურენტული. მორე მხრივ გვაკლია კლასი საერთაშორისო გაყიდვებში. ეს ჩვენთვის შედარებით ახალია“, განაცხადა ჯეჯელავამ.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, ქალაქ დუბაიში სამდღიანი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართა, სადაც მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 130-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო წარმოდგენილი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს უნივერსიტეტებთან ერთად, წარმატებით წარმოადგინა პროექტი „ვისწავლოთ საქართველოში“. გამოფენის პირველივე დღეს, პროექტით ასობით უცხოელი დაინტერესდა და მათი უმრავლესობა დარეგისტრირდა საქართველოში არსებული წამყვანი უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებულ, უცხოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ყველა ახალი ამბავი
0