აღდგომის დღესასწაულზე თბილისში 100–ზე მეტი ადამიანი მოიწამლა

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშისაავადმყოფო, არქივის ფოტო
საავადმყოფო, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საავადმყოფოფებში 15–17 აპრილს მოწამვლის შედეგად 111 ადამიანი მოხვდა.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. აღდგომის დღეებში, 15–17 აპრილს თბილისის საავადმყოფოებში საკვებითა და ალკოჰოლით მოწამვლის გამო 111 ადამიანი გადაიყვანეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საკვებით ინტოქსიკაცია დაუდგინდა 47 პაციენტს, ხოლო ალკოჰოლით – 64–ს.

რეგიონებში მოწამვლის გამო საავადმყოფოებში მოხვდა 35 ადამიანი.

თევზით მოვაჭრეები თბილისის ერთ-ერთ ბაზარში - Sputnik საქართველო
საქართველოს მოსახლეობას კვების პროდუქტების შეძენისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

უდიდესი დღესასწაულის – აღდგომის წინ საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობას პროდუქტების ყიდვისას სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან დღესასწაულების დროს არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში უხარისხო პროდუქტების რეალიზაციის რისკი მატულობს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ასეთ ადგილებში განსაკუთრებით საშიშია მალეფუჭებადი პროდუქტების – ხორცისა და ხორცპროდუქტების, თევზის, რძისა და რძის პროდუქტების, კვერცხის, საკონდიტრო ნაწარმის შეძენა.

ყველა ახალი ამბავი
0