თბილისში ქართველი და რუსი ბიზნესმენების მონაწილეობით საჩოგბურთო ტურნირი გაიმართა

© Nata TsereteliGeorgia Open 2017
Georgia Open 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მატჩები ჩატარდა მამაკაცთა და შერეულ წყვილთა შორის, Pro-Am–ის ფორმატში, როდესაც ერთ კორტზე მოყვარულებთან ერთად წარსულში პროფესიონალი მოთამაშე გამოდის.

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. „მზიურის“ პარკის საჩოგბურთო კორტებზე დასრულდა საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი Georgia Open 2017, რომელშიც მონაწილეობდნენ ბიზნესმენები საქართველოდან და რუსეთიდან, ასევე პროფესიონალი ჩოგბურთელები.

შეჯიბრება გაიმართა გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით. Georgia Open 2017–ის საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“.

მამაკაცთა წყვილებში დამატებითი ტურნირის გამარჯვებული გახდნენ დავით კვერნაძე და გიორგი ჯილია.

რაც შეეხება ძირითად ტურნირს მამაკაცთა წყვილებს შორის, გამარჯვებულია იგორ ეისმონტისა და ალექსანდრ მოტის დუეტი. მეორე ადგილზე გავიდნენ ალექსანდრ შარაპოვი და ვიტალი შვეცი, ხოლო მესამეზე – ოლეგ ლოსიკი და დმიტრი ვლასოვი. 

გარდა ამისა, გამოვლინდნენ შერეულ წყვილებს შორის შეჯიბრების გამარჯვებულები. დამატებით ტურნირში ყველაზე ძლიერი გურამ მჟავანაძე და თათია მიქაძე აღმოჩნდნენ.

ძირითად ტურნირში გამარჯვებული გახდა ანდრეი ლაბაცინისა და ვასილისა დავიდოვას წყვილი. მეორე ადგილი დაიკავეს ანდრეი რიუმინმა და ანასტასია ფროლოვამ, ხოლო მესამე – ბორის სკვორცოვმა და ლუდმილა ვასილიევამ.

ტურნირის ფარგლებში უცხოელი მონაწილეებისთვის მოეწყო ექსკურსია მცხეთაში, სადაც სტუმრებმა სვეტიცხოველი მოინახულეს.

ღონისძიება თბილისში, რესტორან „წისქვილში“ საზეიმოდ  დაიხურა, სადაც გამარჯვებულებს საჩუქრები და შესაბამისი ფულადი პრიზები გადაეცათ.

Georgia Open 2017–ის მონაწილეებმა შეჯიბრების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ ტურნირი ყოველ წელს ჩატარდება.


ყველა ახალი ამბავი
0