საქართველოში შესაძლოა ქონების ამოღების ახალი წესები ამოქმედდეს

© Sputnik / Levan Avlabreliალექსანდრ მელიკ-აზარიანცის სახლი, ხედი რუსთაველის გამზირიდან
ალექსანდრ მელიკ-აზარიანცის სახლი, ხედი რუსთაველის გამზირიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ექსპროპრიაციის შეფასებისა და მისი ღირებულების განსაზღვრის კრიტერიუმები.

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები უახლოეს პერიოდში შეუდგებიან კანონპროექტის განხილვას, რომელშიც ასახულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის შეფასების კრიტერიუმები კომპენსაციის პირობით.

კანონში „უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ შესწორების ავტორია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. მთავრობა ახალი პროექტის მომზადების აუცილებლობას სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისას საკუთრების საკითხის გადასაწყვეტად კონკრეტული რეგულაციების არარსებობით ხსნის. 

 „1999 წლის 23 ივლისის კანონი „უცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“  შეიცავს რიგ ხარვეზებს, რითაც ხშირ შემთხვევაში, ხელი ეშლება მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროექტების დროულად განხორციელებას, ხოლო მესაკუთრეთა უფლებების დაცვისთვის აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებობდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი უფრო მაღალი სტანდარტები და მესაკუთრეები უკეთ იყვნენ ინფორმირებულები ამ პროცესში თავიანთი უფლება-მოვალეობების თაობაზე“, – აცხადებენ კანონპროექტის ავტორები. 

მრავალსართულიანი კორპუსი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: ქართველი პირველივე შესაძლებლობისთანავე სახლის აშენებას ან დაშენებას იწყებს

ამჟამად სახელმწიფოს უფლება აქვს, ამოიღოს ქონება მილსადენების, რკინიგზის ხაზის, ელექტროგადამცემი, გაზ და წყალმომარაგების სისტემების გაყვანის მიზნით, ასევე საზოგადოებრივი საჭიროებების ობიექტების მშენებლობისა და სხვა მიზნით. მთავრობა ამ სიის გაზრდის წინადადებით გამოდის: საავტომობილო გზების, აეროპორტებისა და აეროდრომების, ელექტროგადამცემი ხაზების, კომუნიკაციებისა და მნიშვნელოვანი ნაგებობების მშენებლობა.

საკითხს ქონების ექსპროპრიაციის უფლებაზე, როგორც მოქმედ კანონმდებლობაში, რაიონული სასამართლოები გადაწყვეტენ. ისინი გადაწყვეტენ ასევე კომპენსაციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

კანონპროექტში კონკრეტულად არის გაწერილი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და ახალი მესაკუთრეებისთვის ქონების გადაცემის წესები, რაც არ არის მოქმედ კანონმდებლობაში.

კომპენსაციის ოდენობა უნდა განსაზღვროს კომპანიამ, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს ან ობიექტის მშენებლობას მიწის შეფასების, მასზე არსებული მრავალწლიანი მცენარეების, მიმდინარე წელს მიწისგან სავარაუდო შემოსავლის, ყველა მესაკუთრის შენობის ან ქონების შეფასების საფუძველზე.

ამასთან, მესაკუთრეებს შეიძლება შესთავაზონ ალტერნატიული საკუთრება, რომლის საბაზრო  ღირებულება არსებული ქონების ღირებულებაზე ნაკლები არ არის. კომპენსაცია გადახდილად ჩაითვლება, როდესაც მესაკუთრეს მთლიანი თანხა გადაერიცხება, ან მასზე გაფორმებული ახალი ქონება გადაუფორმდება.

შენობის შემთხვევაში, ყოფილ მესაკუთრეებს ტერიტორიის გასათავისუფლებლად ერთი თვის ვადა მიეცემათ, ხოლო სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის შემთხვევაში – 14 დღე.

ამ წესის დარღვევის შემთხვევაში კომპანია, რომელიც სამუშაოებს ახორციელებს, საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაცემული საკუთრებიდან მცხოვრებლებს იძულების წესით გამოიყვანს. მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციას სასამართლოს სპეციალური გადაწყვეტილების გარეშე გამოსახლების უფლება არ აქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0