თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ქვემო ქართლში, დმანისიდან 11 კილომეტრში, 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ვებ–გვერდზე.
მიწისქვეშა ბიძგები სამშაბათს, თბილისის დროით 12:29 საათზე დაფიქსირდა.
საქართველოს საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. ყველაზე ძლიერი, 7 მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭასა და იმერეთში მოხდა. ეპიცენტრში ინტენსივობა 9 ბალს შეადგენდა. მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 200 ადამიანი, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და სამრეწველო ობიექტი.