მაია ბუჩუკური: ჩვენ ერთი ბენეფიციარის შენახვაში დღეში 16 ლარს ვიხდით
„ქვეყნის მასშტაბით ხანდაზმულთათვის სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ორი დაწესებულება არის – ქუთაისში და თბილისში. თბილისში არის თემქის პანსიონატი. აქ უკვე წლების განმავლობაში აღარ მიმდინარეობს ხანდაზმულთა მიღება. მათ მხოლოდ ქუთაისის პანსიონატში იღებენ", — ამბობს ბუჩუკური.
მისი განცხადებით, არის სათემო ორგანიზაციები, მცირე ზომის დაწესებულებები, სადაც ბენეფიციართა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 24.