თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. 4GB Festival-ზე, რომელიც საქართველოში 11-13 მაისს და 20 მაისს გაიმართება, ევროპული კლუბური მუსიკის ვარსკვლავები გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან წარსდგებიან.
4GB Festival — ელექტრონული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან ტარდება. ფესტივალი ეძღვნება კლუბური მუსიკის ერთ-ერთი ქართველი პიონერის, დიჯეი გიო ბაქანიძის ხსოვნას, რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა.
წელს ფესტივალის მოედანი გახდება „კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრი“ საგურამოში. ეს მიტოვებული ექსპერიმენული კომპლექსია, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პატრონაჟით შენდებოდა.
ფესტივალის ჰედლაინერები იქნებიან ისეთი მუსიკოსები და დიჯეები, როგორებიცაა გერმანელი შემსრულებელი Michael Mayer, წარმოშობით ჩილელი გერმანელი პროდიუსერი, მუსიკოსი და დიჯეი Ricardo Villalobos, გერმანელები Moritz von Oswald, Shed Move D, Mathew JonsonAcid Pauli, Gerd Janson და Motor City Drum Ensemble.
ფესტივალის პროგრამაშია ასევე ბრიტანელი მუსიკოსების გამოსვლა — ელექტრო-კოლექტივის The Orb-ის და დუეტის Optimo (Espacio). ფესტივალის ლაინ-აპის შესახებ დეტალურად იხილეთ ღონისძიების ვებგვერდზე.