რას მოუტანს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა ინდოეთთან
"რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გვექნება თავისუფალი ვაჭრობა, მით უკეთესი ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის და იმისთვის რომ ქარულმა მწარმოებლებმა იპოვონ ის პროდუქტები, რომლებშიც აქვს კონკურენტული უპირატესობა," — აღნიშნა გიორგი პაპავამ "Sputnik —საქართველოსთან".
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით საქართველომ და ინდოეთმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ საერთო განცხადებას მოაწერეს ხელი.