თბილისში ამერიკული კინოს მემორიალური ნივთების სადღესასწაულო გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnik / StringerArt Palace
Art Palace - Sputnik საქართველო
გამოწერა
18 აპრილს ხელოვნების სასახლეში გაიხსნება ექსპოზიცია, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ჰარსონ ფორდის, ტიმ ბარტონის, დენი დე ვიტოს, კლინტ ისტვუდის, სპაიკ ლის და კინოს სხვა ლეგენდების ავტოგრაფები.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. თბილისის ხელოვნების სასახლე უპრეცედენტო გამოფენაზე გიწვევთ — მუზეუმში გამოფენილი იქნება ამერიკული კინოს ვარსკვლავების — იქნება ჰარსონ ფორდის, ტიმ ბარტონის, დენი დე ვიტოს, კლინტ ისტვუდის, სპაიკ ლის და კინოს სხვა ლეგენდების ავტოგრაფები.

გამოფენაზე, რომელიც 18 აპრილს გაიხსნება, წარმოდგენილი იქნება ასევე მარტინ სკორსეზეს ისტორიული კინოფილმის, „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“  ნომინანტის  „ნიუ-იორკის ბანდების“ (Gangs of New York) პერსონაჟთა უნიკალური კოსტიუმები. 

ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცე - Sputnik საქართველო
ხელოვნების სასახლე მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებს მასპინძლობს

მნახველებს საშუალება ექნებათ ასევე იხილონ საკულტო ფილმ „ბეტმენის“(Batman) მთავარი პერსონაჟის კოსტიუმი და ჰოლივუდის სხვა მემორიალური ნივთები. 

გარდა ამისა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სახელგანთქმული ფილმის „მცველის“(The Bodyguard) სცენარის ორიგინალი, რომელსაც ხელს აწერენ კევინ კოსტნერი, უიტნი ჰიუსტონი, ჰარი კემპი.

გამოფენა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნება. 

ექსპოზიცია კარგარეთელის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სასახლეში მხოლოდ ერთ კვირას გასტანს. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0