სამშაბათი, 18 აპრილი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ძირითადად მშრალი ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევარში კი მცირედ იწვიმებს, მოსალოდნელია ელჭექი, დროდადრო ძლიერი მოღრუბლულობა. მაღალ მთაში შესაძლოა მოთოვოს.
დასავლეთ საქართველოში ქარის სიძლიერე 10-15 მ/წმ-ს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთში სუსტი ქარი დაუბერავს.
- დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით 10-15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, ხოლო დღისით — 23-28 გრადუსი. მაღალ მთაში ღამით 0-5 გრადუსი სითბო იქნება, ხოლო დღისით 15-20 გრადუსი ნულს ზემოთ.
- აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 7-12 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი ჰაერი 22-27 გრადუსამდე გათბება. მაღალ მთაში ტემპერატურა ღამით მინუს 3 პლუს 2 გრადუსს შორის იმერყევებს, ხოლო დღისით 10-15 გრადუსამდე აიწევს ნულს ზემოთ.
- თბილისში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 10 გრადუსი იქნება, დღისით კი — 25 გრადუსი.
ოთხშაბათი, 19 აპრილი
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. მცირედ მოწვიმს აღმოსავლეღ საქართველოს ზოგ რაიონშიც. დროდადრო მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ძლიერი მოღრუბლულობა იქნება. დაუბერავს 10-15მ/წმ-ის სიძლიერის ქარი, რომელიც პერიოდულად 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება.
- დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 9-14 გრადუსი სითბო, ღისით — 12-17 გრადუსი. მაღალ მთასი ღამით 1-6 გრადუსი იქნება ნულს ზემოთ, ხოლო დრისით — 8-13 გრადუსი სითბო.
- აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით პლუს 10-15 გრადუსია მოსალოდნელი, დღისით — 18-13 გრადუსი. მაღალ მთაში 0 გრადუსი იქნება ღამით, ხოლო დღისით ჰაერი 6-11 გრადუსამდე გათბება.
- თბილისში ღამით და დილით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. დაუბარავს 10-15 მ/წმ-ის სიძლიერის ქარი, რომელიც პერიოდულად 28 მ/წმ-მდე შეიძლება გაძლიერდეს. ღამით ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსი სითბო იქნება, დღისით კი 19 გრადუსი.