გურიის სოფელ შუხუთში აღდგომას ტრადიციისამებრ ითამაშეს ძველი ქართული თამაში "ლელო". იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტაში, თუ როგორ ჩაიარა თამაშმა შუხუთში, სადაც ძველ ტრადიციას დღემდე ინახავენ.
ქართველები "ლელოს" მთელს ქვეყანაში თამაშობდნენ წლების განმავლობაში. ისტორიკოსების აზრით, "ლელო" სამასზე მეტი წლისაა. თამაში პოპულარული იყო როგორც არისტოკრატებში, ასევე უბრალო ხალხში. ადრე თამაშის დანიშნულება საბრძოლო უნარების განვითარება და სრულყოფა იყო.
"ლელოს" თამაშის ტრადიცია დღემდე შემორჩა, თუმცა წელიწადში ერთხელ, მხოლოდ შუხუთში, მხოლოდ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. თამაშის წესი ასეთია: გუნდმა უნდა მოიპოვოს 16 კილოგრამიანი ბურთი და მეტოქის კარში გაიტანოს.

1/15
© Sputnik / VN Production, Vaska Gedenidze
მღვდელი ისვრის 16 კილოგრამიან ბურთს - ასე იწყება "ლელო"

2/15
© Sputnik / VN Production, Vaska Gedenidze
"ლელოს" თამაშის დღეს სოფელ შუხუთში დილიდან კერავენ ტყავის ბურთს. თამაში საღამოს 5 საათზე იწყება

3/15
© Sputnik / VN Production, Vaska Gedenidze
თამაშის დროს 16 კილოგრამიანი ბურთისათვის ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს. ქულის მოსაპოვებლად გუნდმა უნდა შეძლოს ბურთის მეტოქის საჯარიმო მოედანზე დამიწება

4/15
© photo: Sputnik / VN Production / Vaska Gedenidze
არავინ იცის, თუ სად და როდის ითამაშეს პირველად "ლელო, მაგრამ ქართველები ამ თამაშს დიდი ხანია თამაშობენ. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ "ლელოს" ისტორია სამას წელზე მეტს ითვლის

5/15
© photo: Sputnik / VN Production / Vaska Gedenidze
თამაში პოპულარული იყო როგორც არისტოკრატებში, ასევე ხალხში

6/15
© photo: Sputnik / VN Production / Vaska Gedenidze
ადრე თამაშის დანიშნულება საბრძოლო უნარების განვითარება და სრულყოფა იყო

7/15
© photo: Sputnik / VN Production / Vaska Gedenidze
"ლელოს" თამაშის ტრადიცია დღემდე შემორჩა, თუმცა წელიწადში ერთხელ, მხოლოდ შუხუთში, მხოლოდ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე

8/15
© photo: Sputnik / VN Production / Vaska Gedenidze
დაწყებამდე ტყავის ბურთს მიწით ავსებენ და შიგნით ღვინოს ასხამენ

9/15
© photo: Sputnik / VN Production / Vaska Gedenidze
გუნდმა უნდა მოიპოვოს 16 კილოგრამიანი ბურთი და მეტოქის კარში გაიტანოს

10/15
© photo: Sputnik / VN Production / Vaska Gedenidze
"ლელო" რაგბის მსგავსია, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ ბურთისათვის ბრძოლაში თითქმის არავითარი წესი არ არსებობს - აკრძალულია მხოლოდ კბენა, თვალებზე შეხება და მეტოქის განზრახ ტრავმირება

11/15
© photo: Sputnik / Stringer
ერთმანეთს ებრძვის ორი გუნდი, რომლებმაც ბურთი უნდა მოიპოვონ და მეტოქის საჯარიმო მოედანზე უნდა დაამიწონ

12/15
© photo: Sputnik / VN Production / Vaska Gedenidze
"ლელოს" თამაშის დროს მარტივადაა შესაძლებელი ფეხსაცმლის დაკარგვა და ტანსაცმლის დახევა

13/15
© photo: Sputnik / VN Production / Vaska Gedenidze
ხშირად ღებულობენ ტრავმებსაც, ვინაიდან "ლელოს" თამაშისას ბურთისათვის ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს

14/15
© photo: Sputnik / VN Production / Vaska Gedenidze
დღეისათვის "ლელოს" რეგულარულად მხოლოდ ერთ სოფელში - შუხუთში თამაშობენ

15/15
© photo: Sputnik / VN Production / Vaska Gedenidze
"ლელოს" მოთამაშეები თამაშის დასრულების შემდეგ