კოტე მალანია: "ჩემს წიგნს ჰქვია-"ყველასთვის ჩვეულებრივი ამბები"
„წიგნში შესულია ქუთაისის შესახებ დაწერილი ნოველები, საოჯახო ჩანაწერები, იუმორესკები, რომელიც მკითხველს დარწმუნებული ვარ, ძალიან გაახალისებს", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს"კოტე მალანიამ.
კოტე მალანია პროფესიით კომპოზიტორი, მიუზიკლებისა და სიმღერების არანჟირების ავტორი, გრიბოედოვის თეატრში ჩატარებული ბევრი საინტერესო შემოქმედებითი საღამოს ორგანიზატორი. მას ქუთაისზე მოგონებების 700-გვერდიანი წიგნი აქვს დაწერილი.