თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა და პატიმრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, იუწყება პარლამენტის პრესსამსახური.
ირაკლი კობახიძემ პატიმრები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან — მამუკა მდინარაძესთან და გედევან ფოფხაძესთან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახი კახიშვილთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად მოინახულა.
პატიმრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ხელნაკეთი სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.