აშშ-ში ეკლესიასთან სროლებში სამი ბავშვი დაიჭრა

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, სროლის დროს Cathedral of the Cross-ის ეკლესიაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული მსახურება მიმდინარეობდა.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. აშშ-ში, ალაბამას შტატში უცნობმა პირებმა ეკლესიასთან სროლა ატეხე, რა დროსაც ორი მოზარდი და ერთი ჩვილი ბავშვი დაიჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პორტალ AL.com-ზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლის დროს Cathedral of the Cross-ის ეკლესიაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული მსახურება მიმდინარეობდა. წინასწარი მონაცემებით, სროლა ჩხუბს მოჰყვა.

შერიფის ოფისის წარმომადგენლის განცხადებით, პოლიცია ხუთ პირს ჰკითხავს, რომლებსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ ინციდენტთან.

მისი თქმით, სროლისას დაჭრილი ბავშვები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურებას 800 ადამიანი ესწრებოდა, ხოლო კიდევ ასიოდე გარეთ იდგა და შიგნით შესასვლელად რიგს ელოდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0