ნინო ქათამაძე: სიყვარული ის ადგილია, სადაც არ არის ომი

გამოწერა

ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე "Sputnik-საქართველოს" მკითხველს მოუთხრობს, თუ რას ნიშნავს მისთვის სიყვარული.

სიყვარულის დღე — დღესასწაული, რომელიც საქართველოში 15 აპრილს აღინიშნება. "სიყვარულის დღე" სამუშაო დღეა. ვიდეოში იხილავთ, თუ რას ფიქრობს ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე სიყვარულის შესახებ.

"სიყვარული ჩემთვის ის ადგილია, სადაც არ არის ომი, სადაც არ ისმის შეკითხვები. კარგი პასუხი გამომივიდა, როდესაც მკითხეს: "რა არის სიყვარული?", მე ვუპასუხე: "სიყვარული — ეს არ არის შეკითხვა, ეს პასუხია. იმიტომ რომ, როდესაც ის არსებობს შენს ცხოვრებაში, შენ არ სვამ შეკითხვას, თუ რა არის სიყვარული. სინამდვილეში სიყვარული აღიარებაა. სულ ვცდილობ მადლიერი ვიყო იმის, რაც გამაჩნია ცხოვრებაში. ეს ჩემი სიყვარულია, რომელსაც მე საკუთარ მეუღლეს ვუზიარებ. მეუღლეს სხვა სიყვარული ჭირდება, შვილს — სხვა, მუსიკასაც სხვა. ხალხს კი საერთოდ სხვა სიყვარული ჭირდება. აღიარება კი ის არის, როდესაც დილით უფალს მადლობას უხდი. როდესაც გიხარია, რომ შენი საყვარელი ადამიანი დააფასეს. შენ კი — ხარ ის, რასაც შენში საყვარელი ადამიანი ხედავს", — განაცხადა ნინო ქათამაძემ.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ სიყვარულის დღეს საქართველოში წმინდა ვალენტინის დღე ჩაანაცვლებდა, მაგრამ საბოლოოდ ქვეყანაში ორივე თარიღმა დაიმკვიდრა თავი, და უკვე 20 წელზე მეტია შეყვარებული წყვილები ერთმანეთს ულოცავენ არამხოლოდ თებერვალში, არამედ აპრილშიც. 15 აპრილს საქართველოში ასევე მიღებულია ხელის თხოვნა. მათ კი, ვინც ჯერ არ გეგმავს დაოჯახებას, შეუძლიათ უბრალოდ ყვავილები და ტკბილეული მიართვან მეორე ნახევრებს.

ყველა ახალი ამბავი
0