საჭიროა ვაკონტროლოთ საკუთარი ემოციები და გავითვალისწინოთ სხვა ადამიანების შეხედულებები, მიაჩნია პოლიტიკოს ნინო ბურჯანაძეს. ვიდეოში იხილავთ, თუ რას მოუთხრობს "Sputnik-საქართველოს" საუბარში ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი.
სიყვარულის დღე — დღესასწაული, რომელიც საქართველოში 15 აპრილს აღინიშნება. პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საუბრობს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მისთვის სიყვარული.
"როდესაც შეგიძლია სრულიად ყველაფერი მისცე საყვარელ ადამიანს, როდესაც არ ფიქრობ საკუთარ სურვილებზე და შენთვის მთავარი ისაა, თუ რა ჭირდება შენს საყვარელ ადამიანს. ყველაფერში საჭიროა საკუთარი თავის კონტროლი, ყველაფერში. უსაზღვრო სიყვარულიც კი დამღლელია, მათ შორის საკუთარი შვილების სიყვარულიც. ანუ საჭიროა, რომ ყველგან და ყოველთვის როგორმე ვაკონტროლოთ საკუთარი ემოციები და გავითვალისწინოთ სხვა ადამიანები, ანუ ვიცხოვროთ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს საკთარი თავიც", — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"სიყვარულის დღე" სამუშაო დღეა. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ სიყვარულის დღეს საქართველოში წმინდა ვალენტინის დღე ჩაანაცვლებდა, მაგრამ საბოლოოდ ქვეყანაში ორივე თარიღმა დაიმკვიდრა თავი, და უკვე 20 წელზე მეტია შეყვარებული წყვილები ერთმანეთს ულოცავენ არამხოლოდ თებერვალში, არამედ აპრილშიც. 15 აპრილს საქართველოში ასევე მიღებულია ხელის თხოვნა. მათ კი, ვინც ჯერ არ გეგმავს დაოჯახებას, შეუძლიათ უბრალოდ ყვავილები და ტკბილეული მიართვან მეორე ნახევრებს.