თბილისი, 15 აპრილი-sputnik. დაბა სურამის (შიდა ქართლი) 200-მდე მცხოვრებმა, მორაგბეებმა და სკოლის მოსწავლეებმა აქციის ფარგლებში, შუა საუკუნეების სურამის ციხე, ბაიანთხევისა და ზინდისის ტყეები დაასუფთავეს. განუცხადეს „Новости- Грузия“-ს კორესპონდენტს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.
ციხე სიმაგრისა და ტყეების გარდა, ნაგვისაგან გასუფთავდა ლესია უკრაინკას მუზეუმისა და კვირაცხოვლობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიები. აქციის ორგანიზატორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის განვითარების ცენტრი.
„ ჩვენ დავასუფთავეთ ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობა, მათ შორის სურამის ციხე, რადგან სურამი მზად უნდა იყოს ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის. ვსარგებლობ შემთხვევით და მოვუწოდებ თანამოქალაქეებს, რომ საქართველოში ტურისტული მოგზაურობისას ბუნებას გაუფრთხილდნენ“- განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.