მეუღლეს ნებას მისცემენ გამოეთხოვოს საქართველოს პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშისანთელი
სანთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაია რჩეულიშვილს დროებით გაათავისუფლებენ პატიმრობიდან, რათა მეუღლის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ვახტანგ რჩეულიშვილის დაკრძალვას დაესწროს.

თბილისი, 15 აპრილი-Sputnik. სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპ“-ის მფლობელ მაია რჩეულიშვილს, რომელიც ფულის მითვისების ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება,ნებას მისცემენ დროებით დატოვოს საპატიმრო და მეუღლის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ვახტანგ რჩეულიშვილის დაკრძალვას დაესწროს, განუცხადა „Sputnik საქართველოს" ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ.

ვახტანგ რჩეულიშვილი, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, ხუთშაბათ დილას 64 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. საქართველოს პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს კვირას ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„განცხადება ხუთშაბათს შევიტანეთ და რა თქმა უნდა მაია რჩეულიშვილს ნებას მისცემენ გამოეთხოვოს მეუღლეს და დაესწროს დაკრძალვის ცერემონიას“,- განაცხადა ცუცქირიძემ.

დაკავება - Sputnik საქართველო
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ ისევ სკანდალის ცენტრშია

პატიმრობის კოდექსის 14 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პატიმარს უფლება აქვს განსაკუთრებულ შემთხვევებში დატოვოს საპატიმრო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამ წლის  მარტის ბოლოს სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ გრუპ“-ის მფლობელი მაია რჩეულიშვილი და მისი და —  საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი ბრალეულად სცნო ფულის მითვისებაში თბილისში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დებს ბრალად ედებოდათ ამხანაგობა „თაბუკაშვილი-88“-ის წევრების თანხის მითვისება, რამაც შეადგინა 2 მილიონი დოლარი და 2,4 მილიონი ლარი.

მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ აღძრულია კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე. 2016 წელს მას და მის შვილს გურამ (გუკა) რჩეულიშვილს წაუყენეს ბრალი ორი საცხოვრებელი სახლის და ბათუმში,  საცხოვრებელ კომპლექს „თეთრი მაგნოლიას“ მშენებლობისას ფულის გაფლანგვაში. საქმე ეხება 19,7 მილიონი ლარის (8.2 მილიონი დოლარი) გაფლანგვას იმ 64,2 (დაახლოებით 26მილიონი დოლარი) მილიონი ლარიდან, რომელიც ამხანაგობის წევრებმა 2005 წლის მაისიდან 2010 წლის სექტემბერში შეიტანეს.

სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
სასამართლომ ყოფილი ვიცე-სპიკერის შვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ამას გარდა, ამ წლის თებერვალში, საქართველოს პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს კიდევ ერთი ბრალი წაუყენა. ამ შემთხვევაშიც საქმე ამხანაგობის წევრების ფულის მითვისებას ეხება, რომელიც თბილისში ჩაჩავას ქუჩაზე შენდებოდა. გამოძიება ამტკიცებს, რომ რჩეულიშვილმა 2014 წელს მიითვისა 236, 2 ათასი ლარი(დაახლოებით 99 ათასი დოლარი).

რჩეულიშვილთან ერთად ბრალდებულია კომპანია „დიღომი დისტრიქტ აპარტმენტ“-ის ყოფილი ხელმძღვანელი ქეთევან ჟორდანია, თუმცა ის არ დაუპატიმრებიათ.


ყველა ახალი ამბავი
0