გუშაგის მიერ, 23 წლის საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმე დაიხურა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურის შენობა
საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძიებამ აჩვენა, რომ გუშაგი წესდების შესაბამისად მოქმედებდა, როცა „კრწანისის“ სამხედრო სწავლების ცენტრის ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწეულ ადამიანს ესროლა

თბილისი, 15 აპრილი-sputnik. საქართველოს პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება 23 წლის მოქალაქე გიგი შენგელიას მკვლელობის საქმეზე, დაადგინა რა, რომ “კრწანისის“ სამხედრო სწავლების ცენტრის (თბილისთან ახლოს) ტერიტორიაზე  გუშაგის ქმედება კანონის ფარგლებს არ გასცილებია, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

ინციდენტი მოხდა 2016 წლის 23 ოქტომბრის ღამეს. „კრწანისის“ ტერიტორიაზე შეაღწიეს გიგი შენგელიამ, მისმა ძმამ გიორგიმ და სხვა პირებმა. ეს შეამჩნია გუშაგმა, რომელმაც მოსთხოვა დაეტოვებინათ ადგილი, შემდეგ კი გახსნა ცეცხლი და მოკლა გიგი შენგელია. დანარჩენები გაიქცნენ. საქმის გამოძიება დაიწყო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ. სისხლის სამართლის საქმე, პროკურატურის ზედამხედველობით, აღიძრა „გაუფრთხილებლობით მკვლელობის“ მუხლით.

„ ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოებმა დაამტკიცა, რომ გუშაგი მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის N 310 ბრძანების „სამხედრო შენაერთებში საგუშაგო წესდების“ შესაბამისად. აქედან გამომდინარე პროკურატურამ გადაწყვიტა საქმის წარმოების გაუქმება, ვინაიდან სისხლის სამართლის კანონის დარღვევა არ დადასტურდა“,-ნათქვამია ცნობაში.

რომან შენგელია - Sputnik საქართველო
მოკლული გიგა შენგელიას მამა გამოძიებას ნდობას უცხადებს

მკვლელობიდან ცოტა ხნის შემდეგ,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადეს, რომ გუშაგი კანონის ფარგლებში მოქმედებდა. ამან, გარდაცვლილის ახლობლების გაღიზიანება გამოიწვია, რადგან ეჭვი შეიტანეს გამოძიების ობიექტურობაში. მოგვიანებით, გიგი შენგელიას მამა რომან შენგელიას დაათვალიერებინეს შემთხვევის ადგილი და გააცნეს გამოძიების მასალები. ამის შემდეგ მას პრეტენზია არ გამოუთქვამს.

რაც შეეხება „კრწანისში“ შეღწევის მიზეზებს, პროკურატურის მონაცემებით, ჩამოთვლილი პირები აპირებდნენ თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების უკანონოდ დაუფლებას.


ყველა ახალი ამბავი
0