ჩინეთში 2 ათასი წლის ფაიფურის არტეფაქტები აღმოაჩინეს

© Flickr / Xuan Che / china ceramics - blue vasesუძველესი ჩინური ფაიფური
უძველესი ჩინური ფაიფური - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამარხებში აღმოჩენილია პროტოფაიფურის ჯამები, დოქები, ღვინის თასები, ასევე ფაიფურის ცული, საჭრისი, ნიჩაბი და ნამგალი.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ჩინეთის პროვინცია ჩჟეცზიანის სამარხებში ფაიფურისგან დამზადებული 2 ათას წელზე უხნესი არტეფაქტები აღმოაჩინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „სინჰუაზე“ დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, დცენინის სამშენებლო მოედანზე ნაპოვნი სამარხები ჩვენ წელთაღრიცხვამდე 475-221 წლებს განეკუთვნება.

სამარხებში აღმოჩენილია პროტოფაიფურის ჯამები, დოქები, ღვინის თასები, ასევე ფაიფურის ცული, საჭრისი, ნიჩაბი და ნამგალი.

ყველა ახალი ამბავი
0