აშშ-ის ზემძლავრი ბომბის გამოყენებით ავღანეთში 90-ზე მეტი ბოევიკია ლიკვიდირებული

© photo: Sputnik / ა. სოლომონოვი / გადასვლა მედიაბანკშიაფეთქება ავღანეთში
აფეთქება ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნულ შეტევას ამერიკული შეიარაღებული ძალების „ძალიან წარმატებული მისია“ უწოდა.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ავღანეთის აღმოსავლეთში აშშ-ის ზემძლავრი ბომბის აფეთქების შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 90-ზე მეტი ბოევიკია ლიკვიდირებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყრდნობით.

ფრანგულმა სააგენტომ პარასკევს „ისლამური სახელმწიფოს“ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ტერორისტები ირწმუნებოდნენ, რომ აშშ-ის მიერ ერთ-ერთი ზემძლავრი არაბირთვული ბომბის გამოყენებას მათ რიგებში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ბომბარდირებისას, სულ ცოტა, 92 ბოევიკია განადგურებული „ისლამური სახელმწიფოდან“, — განუცხადა სააგენტოს ავღანეთის პროვინცია აჩინის ხელმძღვანელმა ნანგარჰარ ისმაილ შინვარიმ. 

შეგახსენებთ: აშშ-მა გასულ ოთხშაბათს პირველად გამოიყენა არაბირთვული ზემძლავრი ბომბი (9,5 ტონა) ბომბი  ავღანეთში მოქმედი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.
ვაშინგტონში განმარტეს, რომ დარტყმა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ გვირაბების სისტემას მიაყენეს, არის დემონსტრაცია ამერიკის ადმინისტრაციის მტკიცე გადაწყვეტილებისა, გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფება.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნულ შეტევას ამერიკული შეიარაღებული ძალების „ძალიან წარმატებული მისია“ უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0