ვითარება ზემო ლარსზე: ზვავსაშიშროების გამო გზა დაკეტილია

© photo: Sputnik / Stringerკობი
კობი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტენსიური წვიმებისა და მაღალი ტემპერატურის გამო საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ზვავსაშიშროება შეიქმნა.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. რუსეთ-საქართველოს საზღვარზე „ყაზბეგი-ზემო ლარსის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა ზვავსაშიშროების გამო დაწესდა, განუცხადეს „Sputnik–საქართველოს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.  დარიალის ხეობაში ამავე გზის 134-135-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

„საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ზვავსაშიშროება ინტენსიური წვიმებისა და მაღალი ტემპერატურის გამო გაჩნდა. ჩვენ ველოდებით, რომ აღნიშნული გზა დღის განმავლობაშ გაიხსნება“, — განაცხადა უწყების წარმომადგენელმა.

საქართველოს საპატრულო პოლიცია თვალყურს ადევნებს აღნიშნული შეზღუდვების შესრულებას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0