კრიმინალურ ავტორიტეტ „შალიკო ტბილისკის“ რუსეთიდან აძევებენ

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის შსს
რუსეთის შსს - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის შსს-ს ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, „შალიკო ტბილისკის“ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე ეცნობა.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გააძევოს ქვეყნიდან კრიმინალური ავტორიტეტი „შალიკო ტბილისკი“, განაცხადა რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა.

„მიღებულია გადაწყვეტილება ერთ-ერთი კავკასიური რესპუბლიკის 52 წლის მოქალაქის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყოფნის არასასურველობის თაობაზე, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილია „შალიკო ტბილისკის“ მეტსახელით“, — განაცხადა ირინა ვოლკმა.

ამ დროისათვის აღნიშნული პიროვნება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხოეთის მოქალაქეთათვის განკუთვნილ დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება ვლადიმირის ოლქში, სადაც ის მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც სასჯელის ვადა ამოეწურა. 2016 წლის ოქტომბერში „შალიკო ტბილისკი“ ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

ირინა ვოლკის თქმით, კრიმინალურ ავტორიტეტს აღნიშნული გადაწყვეტილება 11 აპრილს აცნობეს.

ყველა ახალი ამბავი
0