მამა გაბრიელი: კვერცხი, ტრადიციულად, პარასკევ საღამოს იღებება

© FB/ Mariam Shergelashviliმამა გაბრიელი ნათენაძე
მამა გაბრიელი ნათენაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყვიბისის მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი მამა გაბრიელი (ნათენაძე) „Sputnik–საქართველოსთან" საუბრობს, თუ რა დატვირთვა აქვს სააღდგომოდ წითელ კვერცხს და რატომ იღებება იგი მაინც და მაინც წითლად.
მამა გაბრიელი: კვერცხი, ტრადიციულად პარასკევ საღამოს იღებება

„ტრადიციულად, პარასკევ საღამოს მოძღვრები ვაკურთხებთ კვერცხს და შემდეგ იგი იღებება. შაბათს არის დაფლული, დამალული ისე, როგორც ქრისტე იყო მიცვალებული შაბათს", — ამბობს მამა გაბრიელი.

მისი თქმით, აღდგომის ბოლო პარასკევი არის დიდი პარასკევი, როცა ტანჯვით, ცემით, ნერწყვით, დამცირებით, გვემით, მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე აჰყავთ გოლგოთაზე. პილატეს არ უნდა მაცხოვრის დასჯა, რადგან ვერ პოულობდა მასში დამნაშავეს. ამის მიუხედავად პარასკევს, მეექვსე ჟამს მოხდა მისი წამება, მისი ტანჯვა და სიკვდილი.

ყველა ახალი ამბავი
0