ვითარება ზემო ლარსზე: გზა საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ გახსნილია

გამოწერა
საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ზვავსაშიშროების გამო გადაიკეტა.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. „ყაზბეგი-ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმართულებით გზა გახსნილია, აღნიშნულია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მანამდე „ყაზბეგი-ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმართულებით  ზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა დაწესდა.

ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე. ამჟამად მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამასთან, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

დარიალის ხეობაში გზის 134-135-ე კმ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.


ყველა ახალი ამბავი
0