გარდაიცვალა ცნობილი ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე

© FB / Iverieli Digital Libraryჟანეტა არჩვაძე
ჟანეტა არჩვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული ტელევიზიის ლეგენდა ჟანეტა არჩვაძე თბილისში გარდაიცვალა.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი დიქტორი და ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე 87 წლისა გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მსახიობი გივი ბერიკაშვილის პორტრეტი მარჯანიშვილის თეატრის ფოიეში - Sputnik საქართველო
გამომშვიდობება ლეგენდარულ გივი ბერიკაშვილთან

საქართველოს სსრ–ის სახალხო არტისტი ტელევიზიაში 1950–იანი წლებიდან მუშაობდა. მრავალი წლის განმავლობაში არჩვაძეს მიჰყავდა საინფორმაციო პროგრამა "მოამბე", ასევე სხვა მხატვრული, სამეცნიერო–საგანმანათლებლო და საბავშვო გადაცემები.

2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეს, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ინტერვიუებში ტელეწამყვანი ხშირად ამბობდა, რომ ტელემაყურებლისა და საზოგადოების სიყვარული მას ცხოვრების უზარმაზარ სტიმულს აძლევდა.

ყველა ახალი ამბავი
0