საქართველო 13 აპრილს ქართული კინოს და თეატრის ლეგენდას, მსახიობ გივი ბერიკაშვილს გამოემშვიდობა. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტა, თუ როგორ მიმდინარეობდა ცნობილ მსახიობთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე.
გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
შემოქმედებითი ცხოვრების დიდი ნაწილი ლეგენდარულმა მსახიობმა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუშაობას მიუძღვნა.
შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში მსახიობმა ათობით დასამახსოვრებელი როლი შეასრულა კინოსა და თეატრში. გივი ბერიკაშვილი — მრავალი პრემიის ლაურეატი, მათ შორის კოტე მარჯანიშვილის სახელობისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების.