78 წლის ასლან აბაშიძე მესამედ გახდა მამა

© photo: Sputnik / Alex Magnus / გადასვლა მედიაბანკშიასლან აბაშიძე
ასლან აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის ყოფილი ლიდერის ამჟამინდელი მეუღლე ანა 45 წლისაა.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik.  აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე, რომელიც ახლა 78 წლისაა, მესამედ გახდა მამა — 5 აპრილს ვაჟი ალექსანდრე შეეძინა, აუწყა Sputnik-საქართველოს მისმა ნათესავმა როსტომ აბაშიძემ.

ასლან აბაშიძეს პირველი ქორწინებიდან მაგული გოგიტიძესთან, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა კიბოს დიაგნოზით, ორი შვილი ჰყავს: გიორგი და დიანა.

აჭარის ყოფილი ლიდერის ამჟამინდელი მეუღლე ანა 45 წლისაა. ასლან აბაშიძემ წარმოშობით სომეხი ქალბატონი ჯრ კიდევ ბათუმში გაიცნო, ხოლო საქართველოდან მოსკოვში იძულებითი წასვლისას თან წაიყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0