ამინდი აღდგომის დღესასწაულზე: სითბო და ხანმოკლე წვიმა

© Sputnik / Levan Avlabreliყვავილების მორწყვა რიყის პარკში
ყვავილების მორწყვა რიყის პარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღდგომის სადღესასწაულო დღეებში საქართველოში თბილი ამინდი იქნება, ქვეყნის დასავლეთით ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსამდე აიწევს, ხოლო აღმოსავლეთში – 24 გრადუსამდე.

შაბათი, 15 აპრილი

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარის სიჩქარე დასავლეთში წამში 10–15 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში – 17–22 მეტრამდე შეიძლება გაიზარდოს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 6–11 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით – 16–21. მაღალ მთაში ღამით იქნება 0 პლუს 5, ხოლო დღისით – 6–11 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 5–10 გრადუსი, დღისით – 16–21. მაღალ მთაში ღამით იქნება ყინვა – 8–3 გრადუსი, ხოლო დღისით – 11–16 გრადუსი სითბო.

თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი. დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი, ხოლო დროდადრო 17–22 მეტრი იქნება. ღამით მოსალოდნელია 9 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით – 18.

კვირა, 16 აპრილი

დასავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო, დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი იქნება. აღმოსავლეთში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მაღალ მთაში – თოვლი. ქარი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 4–9 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით – 18–23. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 3 პლუს 2, ხოლო დღისით – 12–17 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 4–9 გრადუსი, დღისით – 13–18. მაღალ მთაში ღამით იქნება ყინვა – 5–0 გრადუსი, ხოლო დღისით – 8–13 გრადუსი სითბო.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა. ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი. ღამით მოსალოდნელია 7 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით – 17.

ორშაბათი, 17 აპრილი

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, მაგრამ ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. მაღალ მთაში მოთოვს. ქარი აღმოსავლეთში სუსტი იქნება, ხოლო დასავლეთში წამში 10–15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 7–12 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით – 22–27. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 1 პლუს 4, ხოლო დღისით – 15–20 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია პლუს 5–10 გრადუსი, დღისით – 19–24. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 3 პლუს 2 გრადუსი, ხოლო დღისით – 11–16 გრადუსი სითბო.

თბილისში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით მომატებული ღრუბლიანობა და სუსტი ქარი. ღამით ჰაერის ტემოერატურა იქნება 9, ხოლო დღისით – 22 გრადუსი სითბო.

 

ყველა ახალი ამბავი
0