ამერიკელი ქართველი სოფია პრაისის ვიდეოები გვასწავლის, როგორ დავამზადოთ კოსმეტიკა სახლის პირობებში.
სოფია პრაისი 27 წლის ამერიკელი ქართველია. თბილისში დაიბადა, მაგრამ ახლა ოკლაჰომაში ცხოვრობს. 2013 წელს Northeastern State University დაამთავრა და ფსიქოლოგიის ბაკალავრის დიპლომი აიღო.
ამბობს, რომ უნივერსიტეტის ბოლო კურსზე იყო, როდესაც YouTube-ზე საკუთარი არხის შექმნაზე ფიქრი დაიწყო, რომელზეც მომხმარებელს სახლის პირობებში ისეთი კოსმეტიკური საშუალებების დამზადებას ასწავლიდა, როგორებიცაა: ფორთოხლის თმის სპრეი, ვარდის ლოსიონი მაკიაჟის მოსაშორებლად, თვალის ტუში ნუშისგან და სხვ.
პირველი ვიდეო 2013 წლის მარტში ატვირთა Youtube-ზე და დღეისათვის მის არხზე განთავსებულ 150 ვიდეოს 602,399 გამომწერი ჰყავს და 57 207 670 ნახვა აქვს.
ყველაზე მეტი ნახვა — 15 398138!!! — აქვს 2013 წლის ოქტომბერში ატვირთულ ვიდეოს, რომელშიც სოფია ქალბატონებს ფერადი ფანქრებისგან პომადის დამზადებას ასწავლის.
სოფიას ნამუშევრები გამოქვეყნებულია Lucky Magazine's გვერდზე, CMT-სა და სხვადასხვა ბლოგებში. თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Subway, eSalon, GraphicStock, Walgreens Photo, Best Fiends App, Sigma, NuMe, Your Tea, და Love with Food.