საქართველოში 46 კილოგრამი ნარკოტიკი დაწვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ამოღებული ჰეროინი, კოკაინი, კანაფი, სუბუტექსი, MDMA და სხვა ნარკოტიკები გაანადგურეს.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ამოღებული 46 კილოგრამი ნარკოტიკი გაანადგურეს, მათ შორის იყო ჰეროინი, კოკაინი, კანაფი, მარიხუანა და სხვა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამ თვეში ერთხელ ნარკოტიკებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს ანადგურებენ. ამჯერად სპეციალურ ღუმელში დაწვეს 25,6 კგ მარიხუანა, 17,6 კგ კანაფი, 1,5 კგ კოკაინი, 1,1 კგ ჰეროინი. ასევე განადგურდა ასეულობით აბი სუბუტექსი, MDMA, კოდეინისა და პრეგაბალინის შემცველი აბები, მეტადონი და მორფინის კაპსულები.

ნარკოტიკების განადგურებას ახორციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია. ნარკოტიკების განადგურების პროცესი მთავარი პროკურატურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ზედამხედველობით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0