პრეზიდენტი: საქართველო ემშვიდობება ადამიანს, რომელიც მთელ ქვეყანას უყვარდა

© courtesy of Givi Berikashviliგივი ბერიკაშვილი
გივი ბერიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლისა გარდაიცვალა.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს სახალხო არტისტის, გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

83 წლის მსახიობის გარდაცვალების მიზეზი პნევმონიით გამოწვეული გართულებები გახდა. გივი ბერიკაშვილს თბილისში საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.

"ჩვენ დღეს ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს მთელ საქართველოს. გივი ბერიკაშვილი გვაჩვენებდა იმ კარგს, რაც ჩვენშია. ძალიან დიდი სიყვარული და სინანულია დღეს ჩვენში. გივი ბერიკაშვილი არაჩვეულებრივი მსახიობი და ძალიან სწორი მოქალაქე იყო", — განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

საუკუნის ავტოგრაფი - გივი ბერიკაშვილი - Sputnik საქართველო
აღარ გვყავს ბერიკა, ანუ როცა „არ იდარდო“ დარდობს...

გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს გურჯაანის რაიონში, სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში. ამ თეატრების სცენაზე მსახიობმა 70-ზე მეტი დაუვიწყარი სახე შექმნა. იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

ყველა ახალი ამბავი
0