ლაშა ჩხარტიშვილი: ნარმანია იმას ახმოვანებს, რასაც ავალებენ

© photo: Lasha Chkhartishvili / FBლაშა ჩხარტიშვილი
ლაშა ჩხარტიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქის საკრებულოში დავით ნარმანიას გამოსვლა იყო თავის მართლების მცდელობა და მეტი არაფერი, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ლაშა ჩხატრტიშვილმა.
ლაშა ჩხარტიშვილი: ნარმანია იმას ახმოვანებს, რასაც ავალებენ

"რეალურად ვხედავთ ქალაქში რა მძიმე მდგომარეობაა როგორც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ქაოტური და ნაწილობრივ უკანონო მშენებლობების მხრივ, ისე გზების კეთილმოწყობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, პრობლემაა სოციალური დახმარების ბიუჯეტის შემცირება იმ ფონზე, როდესაც თავად უწყებების ხელმძღვანელები პრემიებსა და დანამატებს არ იკლებენ", — განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა დავით ნარმანიას საკრებულოში გამოსვლის შეფასებისას.

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თბილისის საკრებულოს დეპუტატების წინაშე წლიური ანგარით 11 აპრილს წარდგა.

ყველა ახალი ამბავი
0