გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ინდოეთში ვიზიტი შეაჯამა
„ჩვენ მიზნად დავისახეთ 6 თვეში ამ კვლევის დასრულება. იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილობა ორივე მხრიდან დაფიქსირდება, სურვილი გვაქვს, რაც შეიძლება მალე გაფორმდეს ხელშეკრულება", — აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მინისტრის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასევე განიხილეს საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნისა და "საქართველო-ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ" შეთანხმების გაფორმების საკითხები.