გარდაიცვალა ვახტანგ რჩეულიშვილი

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა სიმსივნის დიაგნოზით.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, კომპანია "ცენტრ-პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ვახტანგ რჩეულიშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რამდენიმე კვირის წინ თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებმა მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

სასამართლო დარბაზი - Sputnik საქართველო
სასამართლომ ყოფილი ვიცე-სპიკერის შვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

რჩეულიშვილი 1954 წლის 1 იანვარს თბილისში დაიბადა. განათლებით ფიზიკოსი, 1979-1982 წლებში ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 1982-1984 წლებში კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.

ვახტანგ რჩეულიშვილი იყო საქართველოს მე-3, მე-4, მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი 1992-2003 წლებში.

რჩეულიშვილი იყო "საქართველოს სოციალისტური პარტიის" ლიდერი.

პოლიტიკაში ვახტანგ რჩეულიშვილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოვიდა. 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა ეკავა. 1995 წლის აგვისტოში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ერთად იმყოფებოდა ავტომობილში იმ დროს, როდესაც მისი აფეთქება სცადეს.

ყველა ახალი ამბავი
0