ხუთი ლარით დაწყებული ბიზნესი და წარმატების საიდუმლო ხელოვანი გოგონებისგან

© FB/ Sofi Mukhulishviliსოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი
სოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაახლოებით ორი წლის წინ დეიდაშვილებმა სოფო მუხულიშვილმა და თამარ აფციაურმა ხელნაკეთი ნივთების შექმნა და რეალიზება დაიწყეს. მათი შემოქმედება მრავალფეროვანი და განსხვავებულია. როგორია მათი სამომავლო გეგმები, ამაზე სოფო მუხულიშვილი გვესაუბრა.

ბავშვობიდან მიტაცებდა ხელსაქმე. ხუთი წლის ვიყავი დედამ ქარგვა რომ მასწავლა. თუმცა, ხელნაკეთი ნივთების გაკეთება აქამდე არ მიცდია. ერთ დღესაც მე და ჩემ დეიდაშვილს თამარ აფციაურს გაგვიჩნდა სურვილი ხელნაკეთი ნივთები შეგვექმნა. თამარი ფოტოგრაფია, ამ საქმით არის გატაცებული და მას უფრო მეტი იდეები აქვს.

- როგორ დაიწყეთ ყველაფერი? რამდენად მარტივი იყო მომხმარებლამდე მიგეტანათ თქვენი ნამუშევრები?

— ეს ყველაფერი დაიწყო წელიწადი და რვა თვის წინ. მაშინ ილიას უნივერსიტეტში ვმუშაობდი. ჯერ ასე მასიურად არ იყო შემოსული ხელნაკეთი ნივთები, თუმცა, ინტერესი დიდი იყო. გადავწყვიტეთ ჩვენც გვეცადა. გვქონდა მხოლოდ ხუთი ლარი და მხოლოდ ამ ხუთი ლარის მასალა ვიყიდეთ. პირველად გავაკეთეთ ყელსაბამი, კოსმოსის გამოსახულებით. სწორედ ამიტომ დავარქვით ჩვენს გვერდს „კოსმო“. „ფეისბუქზე" გავხსენით გვერდი ამ სახელწოდებით, რაც დაგვეხმარა ჩვენი ნივთების პოპულარიზაციაში. 10 თვე ვიმუშავეთ ონლაინ-გაყიდვებზე. ამის შემდეგ გავხსენით პირველი მაღაზია ვარკეთილში. უკვე ორი კვირაა, მეორე სტენდი დავდგით „სითი მოლში“, თუმცა, ამ დოზით გაფართოვება გეგმაში არ გვქონდა.  

© FB/ Sofi Mukhulishviliსოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი
სოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
სოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი
 

— სამსახურს როგორ უთავსებთ ამ ყველაფერს?

— როცა მეორე მაღაზიაზე დავიწყეთ ფიქრი, სხვანაირად არ გამოდიოდა, უნდა წამოვსულიყავი სამსახურიდან. როგორც გითხრით თამარი ფოტოგრაფია, ილიას უნივერსიტეტში ფოტოგრაფების კლუბი აქვს და მხოლოდ ამით არის დაკავებული. ძირითადად ამ საქმიანობაზე ვართ ორიენტირებული.

- რა გზა გაიარეთ დღემდე? ალბათ, ბევრი სირთულე შეგხვდათ, სანამ ქართულ ბაზარზე დაიმკვიდრებდით თავს.

— თავისთავად რთულია გაიგო,  რა უნდა მომხმარებელს და შესაბამისად, სასურველი პროდუქტი მიაწოდო. როცა მაღაზიის გახსნა გადავწყვიტეთ, ყველა ეჭვის თავლით გვიყურებდა. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი იდეა არ გაამართლებდა. ეს ცოტა არ იყოს გვაბრკოლებდა, მაგრამ უფლის წყალობით, ყველაფერი წარმატებით წარიმართა.

მუდმივად ვცდილობთ გვქონდეს სიახლეები, ერთ ადგილზე არ გავჩერდეთ და დავაინტერესოთ მომხმარებლები. ამას სჭირდება დაუღალავი შრომა და დიდი ნებისყოფა.

დღეს ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ხელნაკეთ ნივთებს ქმნის და ეს მისასალმებელია. აქედან გამომდინარე, დღეს ბევრი კონკურენტია, ამიტომ აუცილებელია მომხმარებლისთვის ხარისხიანი და განსხვავებული ნივთების შეთავაზება. 

© FB/ Sofi Mukhulishviliსოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი
სოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
სოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი

- რა ხელნაკეთ ნივთებს ქმნით?

— როგორც ხის, ისე მეტალის სამკაულს, ბაფთებს, ხის სანათებს, ჩანთებს და ა.შ. თავიდან ვაკეთებდით  გულსაკიდებს. მეტალის ბუდებში ვსვამდით გამოსახულებებს. ამას დაემატა ხის ნივთები, სამკაულები. ლაზერული მჭრელით ხდება ხის დაჭრა, შემდეგ ხდება დამუშავება, გასუფთავება. ამ ყველაფერს მე და თამარი ვაკეთებთ, არავინ გვეხმარება, თუ არ ჩავთვლით ოჯახის წევრებს. 

© FB/ Sofi Mukhulishviliსოფი მუხულიშვილი
სოფი მუხულიშვილი - Sputnik საქართველო
სოფი მუხულიშვილი

- ქალისთვის რთული არ არის ხეზე მუშაობა?

— მე მიყვარს ხეზე მუშაობა, ამიტომ ჩემთვის რთული არ არის. ძალიან მსიამოვნებს, ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა.

- ხის სამკაული ხელზე მოუხერხებელი არ არის?

— ჩვეულებრივ ბეჭედთან შედარებით ცოტა რთული სახმარია, მაგრამ იმდენად  მოსწონთ, რომ პრეტენზია არავის გამოუთქვამს, თან იმდენად სუფთად მუშავდება, რომ არ ქმნის დისკომფორტს. ამ ბოლოს დროს მასიური ხისგან ხის ჩანთების გაკეთება დავიწყეთ. მასიური ხისგან ვაკეთებთ ბაფთებსაც. ნივთებს ძირითადად კაკლის მასალისგან ვამზადებთ. ფერიც და ხარისხიც გამორჩეული აქვს. 

© FB/ Sofi Mukhulishviliსოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი
სოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
სოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი

- ამბობთ, რომ სულ სიახლეების ძებნის პროცესში ხართ. ამ ეტაპზე რა სიახლეებს გეგმავთ?

— როგორც გითხარით, მასიური ხისგან დავიწყეთ ჩანთების გაკეთება. ეს არის სიახლე. სამომავლოდ ვგეგმავთ კიდევ ერთი მაღაზიის გახსნას.  მსგავს პროდუქციას ვინც აწარმოებს, გათვლა ძირითადად ტურისტებზე აქვთ ხოლმე. ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ხელნაკეთი ნივთები ყველა ტიპის მომხმარებლისთვის იყოს სასურველი. შესაბამისად, ჩვენი მაღაზიისთვის ისეთ ადგილს ვირჩევთ, სადაც ბევრი ხალხი ტრიალებს და ყველა მარტივად მოახერხებს იქ მისვლას. 

© FB/ Sofi Mukhulishviliსოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი
სოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
სოფი მუხულიშვილის და თამარ აფციაურის ნამუშევარი

— რას ურჩევთ იმ ახალგაზრდებს, ვინც ახლა იწყებს მსგავსი ტიპის საქმიანობას?

— მთავარია მონდომება, შრომა და იმ საქმის სიყვარული, რასაც აკეთებ. შეიძლება იყოს წინააღმდეგობა, სირთულე, რაღაც არ გამოვიდეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარონ. ასე წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.

ყველა ახალი ამბავი
0